როგორ ავუმაღლო მოტივაცია და გავზარდო საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობა ბიოლოგიის გაკვეთილებზე
მე-10 კლასში
( პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში)
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო
სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელი
ნინო თედოზაშვილი
2018-2019სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი----------------------------------------------------------------------------------------------------------3
I თავი
1.1 ინფორმაცია სკოლისშესახებ
-----------------------------------------------------------------------------4 1.2 საკვლევი საკითხის
მიმოხილვა,სამიზნე ჯგუფი ------------------------------------------------------4 1.3 პრობლემის
აქტუალობა -----------------------------------------------------------------------------------
5
IIთავი
2.1 ლიტერატურის მიმოხილვა ------------------------------------------------------------------------------
6
III
თავი3.1საკვლევი კითხვების
ფორმულირება---------------------------------------------------------------------93.2 კვლევის მიზანი
--------------------------------------------------------------------------------------------93.3
კვლევის ამოცანები
----------------------------------------------------------------------------------------9
IV
თავი
4.1 კვლევის მეთოდები ----------------------------------------------------------------------------------------9
4.2 კვლევის გეგმა და ვადები
-------------------------------------------------------------------------------10
Vთავი
5.1 მონაცემთა ანალიზი---------------------------------------------------------------------------------------11
5.2 კვლევის მიგნებები
----------------------------------------------------------------------------------------25
VI
თავი
6.1 ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
-------------------------------------------------------24
6.2 განხორციელებული
ინტერვენციები -------------------------------------------------------------------25
6.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი---------------------------------------------------------29
VII თავი
7.1 რეკომენდაციები-------------------------------------------------------------------------------------------31
7.2 დასკვნა------------------------------------------------------------------------------------------------------31
7.3 კვლევის ნაკლოვანებები----------------------------------------------------------------------------------32
VIII თავი
8.1 გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------------------------------------32
პედაგოგიური კვლევის
გაზიარების რეფლექსია----------------------------------------------------------34
დანართი 1.-----------------------------------------------------------------------------------------------------35
დანართი 2.------------------------------------------------------------------------------------------------------36
დანართი 3.------------------------------------------------------------------------------------------------------37
დანართი 4.------------------------------------------------------------------------------------------------------39
შესავალი
სწავლების პროცესის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას მოსწავლეებში
სწავლის სურვილის გაღვივება, მათი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. სწავლის
მაღალი მოტივაცია წარმატების ძირითადი ფაქტორია. მოსწავლის სასწავლო წარმატებაზე მოქმედებს
უამრავი ფაქტორი. მოტივაცია შეიძლება იყოს წარმმართველი ძალა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს
იმას, თუ მოსწავლე რამდენად აქტიურად და ნაყოფიერად არის ჩართული სასწავლო პროცესში
და რა შედეგებს აღწევს. მასწავლებლის როლი,
სასწავლო გარემო, სწავლების მეთოდები, მოსწავლის ფაქტორი, საგნობრივი სტანდარტი, ეს
იმ ფაქტორთა ჩამონათვალია, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე.
პოტენციურად თითოეული მასწავლებელი მუდმივად ჩართულია პრაქტიკის კვლევის პროცესში. ეს ხდება
მაშინ,როდესაც ჩვენ ინდივიდუალურად თუ კოლეგებთან ერთად, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში
ვცდილობთ პასუხი გავცეთ სწავლა-სწავლების იმ საკითხებს,რომლებიც ჩვენ გვაინტერესებსან
გვაღელვებს.
ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეთა
ინტერესი საკმაოდ დაბალია,რაც პირდაპირ აისახება მათი ცოდნის დონეზე და აკადემიურ მოსწრებაზე.
არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი
მიზეზების შესამცირებლად დავგეგმე და ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. წარმოგიდგენთ წინამდებარე კვლევის ანგარიშს. რომელიც
სტრუქტუირებულია თავებად. ნაშრომი შედგება
რვა თავისაგან, თითოეულ თავში მოცემულია ქვე საკითხები. ბოლოში თანდართული აქვს
კვლევის გაზიარების რეფლექსია და კითხვარები დანართების სახით. კვლევის ფარგლებში ჩემი
მიზანი იყო გამომეკვლია რა არის მიზეზი სწავლისადმი დაბალი მოტივაციისა და გაკვეთილზე ჩართულობის დაბალი ხარისხისა. როგორ
ავუმაღლო მოტივაცია და გავზარდო მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა ბიოლოგიის გაკვეთილებზე მე-10 კლასში.
I თავი
1.1 ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის
სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში სწავლობს 64 მოსწავლე და მუშაობს 19 პედაგოგი. მათგან 11 მასწავლებელი
უფროსის სტატუსის მატარებელია. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით,ასევე
აქვს ბიბლიოთეკა და გარე ეზო,სპორტული მოედანი. სკოლას არ აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიული
კაბინეტი, რაც არ იძლევა ექსპერიმენტებისჩატარების
შესაძლებლობას.უნდა აღინიშნოს ასევე
ის მდგომარეობა,რომ საშუალო საფეხურზე ხდება მოსწავლეთა გადმოსვლა ახლომდებარე ორი
სოფლის სკოლიდან,ვინაიდან საბაზო საფეხურისაა არსებული სკოლები. კვლევის სამიზნე ჯგუფი
სადაც განვახორციელე კვლევა არის საშუალო საფეხურის- მეათე კლასი, კვლევა განხორციელდა
9 მოსწავლეს შორის. მოსწავლეებს შორის არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.
კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს, (იანვარი-ივნისი)-ის პერიოდში დაგრძელდებოდა 6თვე.
1.2 საკვლევი
საკითხის მიმოხილვა
მოსწავლეთა ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ,როგორც
ცნობილია,ძალიან დაბალია. წარმატების მიღწევა მხოლოდ სწავლისადმი ინტერესითა და დაუღალავი
შრომით შეიძლება. ინტერესის გაღვივება არის სწორედ ის მთავარი, რაც წარმატების საწინდარს ქმნის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასწავლო
პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობაა. მოსწავლის წარმატება არამარტო მასწავლებელზე,არამედ
მოსწავლეზეც არის დამოკიდებული. მხოლოდ მასწავლებლის მიერ გაკვეთილის კარგად ახსნა,აქტივობების
დაგეგმვა არაა საკმარისი სათანადო შედეგების მისაღწევად თუ მოსწავლესაც არ აქვს გააზრებული
თითოეული გაკვეთილის მნიშვნელობა. მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და ნაკლებად აქტიური
ჩართულობა გარკვეულწილად აისახება მოსწავლის
აკადემიურ მიღწევებზე. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე საშუალო საფეხურის მე-10 კლასი,რადგან
სწავლების პროცესში ვამჩნევდი მოსწავლეთა გულგრილ დამოკიდებულებას ბიოლოგიის საგნის მიმართ. საჭიროდ ჩავთვალე დამედგინა გამომწვევი მიზეზები და დამესახა გზები პრობლემის
გადასაჭრელად. პირველი სემესტრის განმავლობაში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს,ხოლო მეორე
სემესტრიდან დავიწყე კვლევის განხორციელება. აღნიშნულ კლასში ჩემი პედაგოგიური კვლევის
განხორციელება გადამაწყვეტინა ასევე იმ გარემოებამც,რომ სხვა მეზობელი სკოლებიდან შემოუერთდნენ
საშუალო საფეხურზე და ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი სწავლისადმი დაბალი მოტივაციისა ახალი
გარემო,ახალი მასწავლებლები,ახალი თანაკლასელები.დავიწყე ფიქრი იმაზე,თუ როგორ ამემაღლებინა მათი მოტივაცია სწავლისადმი
და გამეზარდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.დავინახო
მათი პროგრესი.კვლევისჩატარებისასვითანამშრომლე
მოსწავლეებთან,მათმშობლებთანდაკოლეგებთან.ეს კვლევა მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული
ზრდისათვის,მოსწავლეებისთვის,რადგან ჩემთვის პრიორიტეტული იქნებაკვლევის შედეგად გამოვლენილი
პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა. კვლევა გამოავლენს ჩემი მოსწავლეების ინტერესებს,საჭიროებებს,სურვილებს.
კვლევა დამანახებს,როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილი,რომ მოსწავლეები ინტერესით ჩავრთო
საგაკვეთილო პროცესში,ავუმაღლო მათ მოტივაცია
და დავანახო რომ ბიოლოგიის სწავლასთან დაკავშირებული მათი გარკვეული მოსაზრებები მცდარია და ყველა გარკვეულწილად შესძლებს
მის დაძლევას. დავანახო,რომ ბიოლოგიის საგანში მიღებული ცოდნა გამოადგებათ ყოველდღიურ
ყოფა-ცხოვრებაში,რაც გამოიხატება როგორც საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში,ისე
გარემოზე მზრუნველ დამოკიდებულებაში და სხვა.
სარგებელი
მოსწავლეებისათვის :
გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია,შესაბამისად საგაკვეთილო
პროცესში მათი ჩართულობა და გაუმჯობესდება აკადემიური მიღწევები.
სარგებელი
მასწავლებლისათვის:
§
დავადგენ
მოსწავლეთა საჭიროებებს და ვიმოქმედებ შესაბამისად.
§
შევძლებ მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის ამაღლებას
. დავნერგავ მრავალფეროვან მეთოდებს მოსწავლეებში
საგნის დაინტერესების და მათი ჩართულობის გაზრდის
მიზნით.
§
მექნება
პრაქტიკის კვლევის გამოცდილება, გავაგრძელებ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით და გავიუმჯობესებ
სკუთარ პრაქტიკას.
სარგებელი კოლეგებისთვის:
დანერგავენ სხვათა გამოცდილებას საკუთარ პრაქტიკაში,
კერძოდ იხელმძღვანელებენჩემ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშით, მოაგვარებენ მსგავს
პრობლემას. სარგებელს მიიღებს სკოლაც.
1.3 პრობლემის
აქტუალობა
საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი ზოგადად დაბალია,ამაზე
მეტყველებს თუნდაც გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე მიღებული შედეგები, ცოტა უკეთესი
მდგომარეობა იყო ბიოლოგიის კუთხით, ასევე ეროვნულ გამოცდებზე ნაკლებია ბიოლოგიის არჩევა
დამატებით საგნად,მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა საბუნებისმეტყველო საგნებიდან ქიმიასა
და ფიზიკასთან შედარებით.
პრობლემა,რაც
დავინახე მე-10 კლასში იყო ის,რომ მოსწავლეების უმრავლესობა მიიჩნია,რომ ბიოლოგია რთული საგანია,რომლის შესწავლაც
უჭირთ. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზებად მიმაჩნია და მოსწავლეთა გამოკითხვისას გამოჩნდა საგნისადმი
ნაკლები ინტერესი,უმრავლესობა მოსწავლეებისა ირჩევს ისეთ სპეციალობას,სადაც ბიოლოგიას
არ აბარებენ,ასევე სახელმძღვანელოში დიდი მოცულობის მასალას ასახელებენ , უჭირთ ტერმინოლოგიის
დამახსოვრება. პირველი სემესტრის შემაჯამებელი
დავალებების ანალიზისას გამოვლინდადაბალიშედეგები. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი პასიურია
გაკვეთილზე,აღარ ასრულებს საშინაო დავალებებს ან ეზარებათ საშინაო დავალებების მომზადება.რთულდება
მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.ისინი
თანდათან შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს.ყოველივე ეს
აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე. რა თქმა უნდა, ვეცდები საინტერესო გაკვეთილების
ჩატარებას, რათა მივაღწიო მოსწავლეთა დაინტერესებას, მათი მოტივაციის გაზრდას და აკადემიური
მიღწევების გაუმჯობესებას.
II თავი
2.1 ლიტერატურის
მიმოხილვა
იმისათვის,რომ
ჩამეტარებინა კვლევა ჩემს მიერ იდენტიფიცირებულ საკითხზე, გავეცანი და მოვიძიე შესაბამისი
ლიტერატურა.
(ჟურნალი“
მასწავლებელი”-მოტივაცია
კლასში: მოტივაციის თეორიები ავტ. ცვატა ბერძენიშვილი) ამ სტატიის მიხედვით მრავალი პედაგოგი თანხმდება,რომ
მოსწავლეთა მოტივირება ერთ-ერთი აქტუალური
საკითხია პედაგოგიკაში.მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართულნი
უნდა იყვნენ პროდუქტიულ საკალასო აქტივობებში. ამავე სტატიაში ვკითხულობთ მოტივაციის კლასიკური
დაყოფა ასეთია: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია-მიღწეულ
იქნეს მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ, როდესაც ჩვენ შინაგანად
ვართ მოტივირებულნი,ჩვენ არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა. ამის საპირისპირო შემთხვევაა
გარეგანი მოტივაცია,როცა რაღაცას კარგი შეფასებისათვის,დასჯის თავიდან აცილებისათვის ვაკეთებთ.
დამხმარე სახელმძღვანელოს „სწავლება და შეფასება“
ტომი II -ის მიხედვით მოსწავლის მოტივაციას განსაზღვრავს მისი გარემო. ეს შეიძლება
იყოს მშობლები,თანატოლები,მიმზიდველი სასწავლო
გარემო. თუმცა მოსწავლეების მოტივირების თვალსაზრისით,მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.(გვ.3) მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ დაწყებით კლასებში
მოსწავლეთა დიდი ნაწილი შინაგანად არის მოტივირებული,საბაზო და საშუალო საფეხურზე შინაგანი
ინტერესი მნიშვნელოვნად კლებულობს და მოსწავლეები უფრო დიდ ანგარიშს უწევენ გარე ფაქტორებს.თუმცა,გარე
ფაქტორებიც უძლურია, რადგან მასალა რთულდება,მოსწავლეებისათვის უფრო მოსაწყენი ხდება
საგაკვეთილო პროცესი დამოსწავლე კარგავს სწავლის მოტივაციას. ამავე სახელმძღვანელოში მოცემულია ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები:
·
პედაგოგი
სისტემატიურად და გეგმაზომიერად უნდა მუშაობდეს მოტივაციის ამაღლებაზე. ამ ტიპის სამუშაოები მას მიზნობრივად და თანმიმდევრულად უნდა ჰქონდეს დაგეგმილი სასწავლო პროგრმაში.
·
მოტივაციის
ამაღლებისათვის მასწავლებელმა მრავალგვარ სტრატეგიას შეიძლება მიმართოს.მაგრამ ყოველთვის
უნდა ითვალისწინებდეს ასაკობრივი ჯგუფისა და
კონკრეტული მოსწავლის ხასიათის თუ მუშაობის
სტილის თავისებურებებს.(გვ 8)
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევში“ საუბარია პროცესის ორგანიზების როლზე. პროცესის ორგანიზებაში
იგულისხმება პრობლემური სიტუაციების შექმნა,ისეთი დავალებების მიცემა,რომელთა გადაჭრა
შესაძლებელია თემის ფარგლებში. შესაძლებელია კლასის მოწყობა,მერხების განლაგება,რითაც
იზრდება მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი.(გვ.48)
საინტერესო
რჩევებს გვაძლევს ავტორი, ირმა კახურაშვილი სტატიაში „მასწავლებლის რჩევები- როგორ ავუმაღლოთ სწავლის მოტივაცია?“(ჟურნალი „მასწავლებელი“)
ეცადეთ, აამუშაოთ მოტივაციის ოთხი შემადგენელი ნაწილი:
1.
მოსწავლეებით დაინტერესება - აჩვენეთ მოსწავლეებს,რომ თქვენ,როგორც მასწავლებელს,გაინტერესებთ
თუ რას საქმიანობს თითოეული მათგანი კლასში,
აფასებთ თითოეულს როგორც პიროვნებას, მათი მოთხოვნების, საჭიროებების, მიღწევების,აკადემიური
მოსწრების, ქცევის ან ხასიათის მიუხედავად.
2.
ბიძგი ქმედებისკენ-შესთავაზეთ ბავშვებს ისეთი საქმიანობა რომელიც მათში
ინტერესს აღძრავს. მაგალითად, კედელზე ჩამოკიდე „სასწაულების დაფა“ და თხოვეთ მოსწავლეებს,ჩამოწერონ,რა
შეუწყობს ხელს სწავლაში? თქვენ დაინახავთ,რომ ისინი აუცილებლად
დაფიქრდებიან თავიანთ სასწავლო ცდებზე, შემდეგ ჩამოყრიან უამრავ იდეასა და ფაქტორს,თუ
რა იმოქმედებდა მათი მოტივაციის გაზრდაზე.
3.
ურთიერთობის მოდელი- საინტერესო საქმიანობის შეთავაზებით განსაზღვრეთ ურთიერთობის
რომელი მოდელი მუშაობს საუკეთესოდ. მნიშვნელოვანია, მოძებნოთ ბალანსი ავტორიტარულ კონტროლსა
და თავისუფლებას შორის.
4.
უკუკავშირი- ეს უნდა იყოს მხოლოდ კონსტრუქტიული და მეგობრული,თანაც
ყველასთვის. მაშინ აკადემიური მოსწრებაც გაიზრდება, ბავშვებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ.ის,
კი ვისაც შინაგანად კომფორტული მდგომარეობა აქვს,არ უშინდება არანაირ წინააღმდეგობას!
„მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში“ ვკითხულობთმუხლი 6. მოტივაციადაკომუნიკაცია
მასწავლებელმაიცისმოტივაციისადაკომუნიკაციისსხვადასხვასტრატეგიადაიყენებსამცოდნასსაკუთარპრაქტიკაში. ამმიზნითმასწავლებელმა: ა) იცისსწავლისმოტივაციისამაღლებისსტრატეგიებიდააანალიზებსმათშესაძლოშედეგსკონკრეტულსიტუაციაში;ბ) იცის, როგორგაუღვივოსმოსწავლეებსშემეცნებითიინტერესიდასწავლისღირებულებისმიმართგაცნობიერებულიდამოკიდებულება; გ)იცისდაითვალისწინებს, რაგავლენასახდენსკომუნიკაციაზემოსწავლეთათავისებურებები; დ) იცისდაიყენებსკომუნიკაციისსხვადასხვასტრატეგიასმოსწავლეებთანურთიერთობისდროსკონკრეტულისასწავლომიზნებისმისაღწევად;ე)იცის, როგორგამოიყენოსკომუნიკაციისსხვადასხვახერხიკოლეგებთან, მშობლებთანდასასწავლოპროცესთანდაკავშირებულსხვაპირებთანკეთილგანწყობილიურთიერთობებისთვის; ვ) იცის, როგორგანუვითაროსმოსწავლესეფექტურიკომუნიკაციისუნარ-ჩვევა.
გავეცანი ჟურნალ“მასწავლებელში“ დაბეჭდილ სტატიას,ავტ. ირინა აბულაძე-„მოტივაცია
თეორიასა და პრაქტიკაში „საინტერესო მოსზრებებია,რომელსაც გავითვალისწინებ ჩემს პრაქტიკაში.
მოსწავლისმოტივაციისასამაღლებლადსაჭიროაწახალისება, მაგალითად, სკოლისცხოვრებაშიმისიჩართვისგზით. მაღალიაკადემიურიმოსწრებისათვისისგარკვეულპოზიციასდაიკავებსკლასისათუსკოლისმართვაში. მასწავლებელმაუნდაშექმნასთანამშრომლობითი, არასტრესულიგარემო, სადაცმოსწავლეებიაკეთებენერთობლივპროექტებს, ერთობლივადასრულებენდავალებებს.
საგაკვეთილოპროცესშიშესაძლებელიამრავლადიყოსგამოყენებულიმაგალითებიყოველდღიურიცხოვრებიდან, ვინაიდანითვლება, რომისტორიებისჩართვასსაგაკვეთილოპროცესშიმოსწავლეთაყურადღებისმოზიდვადაშესაბამისად, მოტივაციისამაღლებაშეუძლია. მოსწავლემოტივირებულია, თუმანზუსტადიცის, რამოლოდინიაქვსმასწავლებელს, რაარისმისიმიზანიდაშეფასებისობიექტურიკრიტერიუმი. შესაბამისად, მოსწავლემოტივირებულია, მიაღწიოსმიზანსდამიიღოსამისათვისშექება.
დაბოლოს, მხარდაჭერისკენ მიმართულისაგაკვეთილოგარემოერთ-ერთიუმნიშვნელოვანესიფაქტორია, რომელიცმოსწავლისმოტივაციისზრდასუზრუნველყოფს. მოსწავლემუდმივადიღებსუკუკავშირსმასწავლებლისგანდამისთვისტესტირებისანგამოცდისდღეარარისწარმატების/წარუმატებლობისგანმსაზღვრელი.
ასევე
აღსანიშნავია მილენიუმის პროექტის ფარგლებში სატრენინგო მასალები, მოდული 1
,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასითებლები“, მოდული 2
–„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოსსწავლებისა და შეფასების
სტრატეგიები“, მოდული 3-„სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული
განვითარებისთვის“, მოდული-„აქტიური სწავლება ბიოლოგიაში“. საუბარია მოსწავლეზე
ორიენტირებულ სასწავლო მიდგომებზე თუ როგორ დანერგონ თავიანთ პრაქტიკაში
კვლევაზე,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. ასევე გამახვილებულია ყურადღება
პროექტებით სწავლის აუცილებლობაზე, დიფერენცირებულ მიდგომაზე. ეფექტური სწავლების
სხვადსხვა სტრატეგიებზე. სწავლა კეთებით. ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება
საგაკვეთილო პროცესში, მანიპულატივები, ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების
დაგეგმვა, სასწავლო გაჩერებების გამოყენება, შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტების
გამოყენება, რაც თავისთავად არის ხელის შემწყობი საინტერესო და მრვალფეროვანი
გაკვეთილების დაგეგმვისა. მე,ვფიქრობ რომ ამ მეთოდების გამოყენება ხელს შეუწყობს
სწავლა-სწავლების პროცესს, ამაღლდება მოტივაცია და გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა
გაკვეთილებზე.
III თავი
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება
·
გამოვიკვლიო,რატომ უჭირთ X კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის
შესწავლა?
·
რამ
გამოიწვია მათი მოტივაციის დაქვეითება?
·
რა უშლით
ხელს სწავლაში?
·
საშუალო
საფეხურზე ახალ სკოლაში გადმოსვლამ და
ახალმა სასწავლო გარემომ ხომ არ გამოიწვია მათი სწავლისადმი მოტივაციის
დაქვეითება?
·
როგორია
მოსწავლეთა დაინტერესება საგნის მიმართ?
·
გამოხატავენ
თუ არა მასწავლებლები პატივისცემას
მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებისა და იდეების მიმართ?
·
იგეგმება
თუ არა მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით გაკვეთილები?
·
რა
დაეხმარებათ მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
·
როგორი
გაკვეთილები იქნება მათთვის საინტერესო?
3.2 კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დავადგინო მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები საგნის მიმართ. დეტალურად შევისწავლო მოსწავლეთა
ინდივიდუალური შესაძლებლობები,მათი ინტერესების სფეროები, წარმოვაჩინო არსებული
პრობლემები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.
3.3 კვლევის ამოცანები
·
მოსწავლეთა
და მშობელთა ინფორმირებულობა კვლევის
შესახებ.
·
კვლევის
მიზნის გაცნობა და თანამშრომლობა კოლეგებთან.
·
კითხვარების
მომზადება, ჩამოვაყალიბო შეკითხვები ინტერვიუებისთვის, ანკეტირებისთვის(
მოსწავლეთა ,მშობელთა და პედაგოგებისთვის)
·
მონაცემების
შეგროვება,დამუშავება და ანალიზი.
·
ინტერვეციების
დაგეგმვა და განხორციელება.
·
კვლევის
საბოლოოშედეგების განხილვა.
·
რეკომენდაციების
შემუშავება და დასკვნების გაკეთება.
IV თავი
4.1კვლევის
მეთოდები
კვლევის მეთოდებიდან გამოვიყენე როგორც,თვისობრივი
ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივი მეთოდებიდან ავირჩიე დაკვირვება. უბრალო
დაკირვების დროს ვაკვირდებოდი მოსწავლეთა სწავლის პროცესს, რატომ უჭირთ ამ საგნის სწავლა. თუ სწავლების სახვადასხვა
მეთოდს გამოვიყენებ,შეიცვლებათუა არა მათი დამოკიდებულება საგნის მიმართ.
ვაკვირდებოდი საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვისთვის რომელი მეთოდების გამოყენება
შეუწყობდა ხელს, ვაკვირდებოდი
მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარის განვითარებას. დაკვირვების შედეგებს
ვინიშნავდი,ვაანალიზებდი და ვცდილობდი წამეხალისებინა მათი მუშაობა წყვილებსა და
ჯგუფებში. დავაკომპლექტე ოთხი
მოსწავლისაგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფი, თავდაპირველად გავაცანი მათ
კრიტერიუმები რის მიხედვითაც
დაკომპლექტდებოდა ფოკუს-ჯგუფი. კლასში ირიცხება
9 მოსწავლე, აქედან 5 მოსწავლე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები არიან,
ორ-ორი კი შემოერთებული მე-10 კლასში
ახლომდებარე საბაზო სკოლებიდან. მივეცი არჩევანის საშუალება, თვითონ
დაესახელებინათ 5 ადგილობრივი მოსწავლეებიდან
2-ის მონაწილეობა და თითო-თითო შემოერთებული მოსწავლეებიდან. ჯგუფი შედგა
ადგილობრივი და შემოერთებული მოსწავლეებისაგან.ინტერვიუ წარვმართე დისკუსიის სახით, რომელიც
გრძელდებოდა 40 წუთის განმავლობაში. ნაწილი კითხვებისა წინასწარ მქონდა ჩამოწერილი,ნაწილი
კი დისკუსიის დროს თავისთავად გაჩნდა. ინტერვიუს ფურცელზე ვიწერდი(არ
გამიკეთებია აუდიო ჩანაწერი). ვიყავი
აქტიური მსმენელი, შევქმენი ისეთი ატმოსფერო,რომ მათ არ ვახვევდი საკითხის მიმართ
საკუთარ პოზიციას და ვაძლევდი თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალებას. მოვინიშნე მათი მოსაზრებები ,
მაგრამ ამ მეთოდის გამოყენების დროს გავთვალე ის ალბათობაც,რომ შეიძლება არ
ყოფილიყვნენ გულწრფელნი, ამიტომ, უფრო მეტი სანდოობისთვის მივმართე რაოდენობრივი
მეთოდებიდან ანკეტირების გამოყენებას- ანონიმურად წერილობითი ფორმით. ეს ინტერვიუ
დამეხმარა შემდგომში ანკეტირების კითხვარის შედგენაში. მოვამზადე კითხვარი
მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, ასევე დახმარება ვთხოვე კოლეგებს,მიეღოთ
გამოკითხვაში მონაწილეობა. კითხვარი შეავსეს იმ მასწავლებლებმა,რომლებიც შედიან ამ კლასში.
თუმცა, მანამდეც მქონდა კოლეგებთან ხშირად საუბარი კონკრეტულ კლასთან მიმართებაში, მსგავსი პრობლემები ჰქონდათ თუ არა მათაც, როგორია მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა სხვა გაკვეთილებზე.
4.2 კვლევის
გეგმა და ვადები
აქტივობა
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
|||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შედგენა
|
X
|
|||||
შეხვედრა კოლეგებთან
|
X
|
|||||
კვლევის მეთოდებისა და ლიტერატურის გაცნობა
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
ფოკუს-ჯგუფთან
შეხვედრა
|
X
|
|||||
გამოკითხვა
პედაგოგების
|
X
|
|||||
გამოკითხვა
მოსწავლეთა და მათი მშობლების
|
X
|
|||||
მონაცემთა
ანალიზის დამუშავება
|
X
|
|||||
ინტერვენციების
დაგეგმვა და განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
||||
კვლევის
ანგარიშის პრეზენტაცია
|
X
|
V
თავი
5.1
მონაცემთა ანალიზი
დაკვირვებამ მიჩვენა,რომ მოსწავლეები ძნელად გებულობენ
ტერმინოლოგიას,უჭირთ წაკითხულის გააზრება, ნაკლებ დროს უთმობენ საშინაო დავალების მომზადებას,რაც
კარგად გამოჩნდა გაკვეთილებზე დაკვირვებისას,ზოგიერთი მოსწავლე კმაყოფილდება გაკვეთილზე
მოსმენილით მხოლოდდაკვირვებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას,რომ ადაპტაციის პერიოდი
გადალახეს, თავდაპირველად ვამჩნევდი,რომ მორიდებულები იყვნენ თითქოს ეშინოდათ აზრის თავისუფლად გამოთქმისა, ვაკვირდებოდი
მათ კომუნიკაციას არამარტო საგაკვეთილო პროცესში,არამედ შესვენებებზეც. დაკვირვების შედეგად შემიძლია ვთქვა,
რომ ნამდვილად კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა თანაკლასელებს შორის ,ადვილად
შევიდნენ კონტაქტში ერთმანეთთან ამას ადასტურებენ ინტერვიუს დროს თავად მოსწავლეები.მოსწავლეებთან
ფოკუს -ჯგუფში გამართულ დისკუსიის დროს პირველი
შეკითხვა,რომლითაც დავიწყე ინტერვიუ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი მოტივაციისა ხომ
არ იყო სკოლის შეცვლა?ახალი გარემო? საინტერესო პასუხები მოვისმინე მათგან,რომ სკოლის
შეცვლას და ახლ თანაკლასელებთან ურთიერთობას მათი სწავლის მოტივაციაზე გავლენა არ მოუხდენია,
პირიქით ერთ-ერთმა მოსწავლემ დადებითად შეაფასა უფრო ბევრნი გავხდით და ჯგუფური მუშაობა
საინტერესოდ წარიმართება. კითხვაზე რა მოლოდინი გქონდათ და რეალურად რა დაგხვდათ ახალ გარემოში, მათი მოლოდინი ნამდვილად გამრთლდა
,რასაც ვფიქრობდით,რეალურად ის დაგვხვდა (კარგი,თბილი და მზრუნველი გარემო) პასუხობს
ერთ-ერთი მოსწავლე. კითხვაზე რამდენად საინტერესოა
საგანი ბიოლოგია? მეტად განსხვავებული პასუხი
მივიღე ანკეტირებისგან შედარებით.ინტერვიუს დროს ყველა ამბობს რომ ძალიან საინტერესოა,
ხოლო გამოკითხვით საკმაოდ მაღალი პროცენტი დაფიქსირდა -ნაკლებად საინტერესოა. მათი აზრით საატესტატო გამოცდების გაუქმებას არ
მუხდენია გავლენა. დაუკავშირებენ თუ არა მომავალ პროფესიას ბიოლოგის? პასუხი იყო არა.
არჩევით საგნად ეროვნულ გამოცდებზე აპირებს
თუარა რომელიმე თქვენგანი ბიოლოგიის ჩაბარებას,პასუხი აქაც იყო არა. მოსწავლეებისგან
შემდგარ ფოკუს -ჯგუფთან დისკუსია დამეხმარა
ანკეტირების კითხვარის შედგენაში, კითხვარი შევადგინე მოსწავლეთა მშობლებისთვის,მივეცი
გარკვეული დრო შესავსებად და დროულად მოხდა შევსებული კითხვარის ჩაბარება.
გამოკითხვის შედეგები
გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო 9 მოსწავლემ.მოსწავლეების მიერ შევსებული კითხვარი დავამუშავე და
წარმოგიდგენთ ანგარიშს.
კითხვები:
1.რამდენად
საინტერესოა თქვენთვის საგანი ბიოლოგია?

გამოკითხული9 მოსწავლიდან ხმები ასე გადანაწილდაარმაინტერესებს პასხობს
-0 (0%); ნაკლებად მაინტერესებს -7
(78%); ძალიან მაინტერესებს -2 (22%).
2.არის
თუ არა პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?

ნამდვილად სასიამოვნოა ჩემი მოსწავლეების პოზიცია არსებულ
კითხვაზე,შევეცდები რომ სამომავლოდაც შევინარჩუნო მათთან პოზიტიური და კეთილგანწყობილი
ურთიერთობა.
3.რა
უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სწავლის პროცესში?

ნაწილი ანუ 4მოსწავლე(44%) მიიჩნევს ცოდნის მიღებაა
აუცილებელი, ნაწილი კი როგორც ცოდნის ასევე ქულის- 5 მოსწავლე (56%).
4.
როდის არის საინტერესო
თქვენთვის გაკვეთილი?

წყვილებში/ჯგუფებში მუშაობას ამჯობინებს 3 (34%) მოსწავლე,
პროექტებით სწავლებაა საინტერესო
2(22%) მოსწავლისთვის, ისტ-ის გამოყენება
უფრო საინტერესოს ხდის გაკვეთილს 1(11%) მიიჩნევს, ხოლო ყველა ზემოთ ჩამოთვლილის აუცილებლობაზე
ფიქრობს 3(33%).
5.როგორია ბიოლოგიის
გაკვეთილებზე თქვენი ჩართულობა?

დიაგრამიდან ნათლად გამოჩნდა,რომ ბიოლოგიის გაკვეთილებზე
მოსწავლეთა ჩართულობა საკმაოდ დაბალია, აფიქსირებს აზრს 7(78%) მოსწავლე, რაც თავისთავად მეტყველებს დაბალ მოტივაციაზე.
საშუალოა 2 (22%) მოსწავლე ირჩევს პასუხად,ხოლო მაღალია -არც ერთი მოსწავლე არ ფიქრობს, რომ მათი ჩართულობა გაკვეთილზე მაღალია.
6.რა
გიშლით ხელს სწავლაში?

ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა 5(56%) თვლის ,რომ
სწავლაში ხელს უშლის სიზარმაცე, რთული დავალებები მიაჩნია პრობლემად 3(33%) მოსწავლეს,
დიდი მოცულობის დავალებები არის 1(11%) მოსწავლისთვის სწავლის ხელის შემშლელი.
7.
არის თუ
არა გაკვეთილზე გამოყენებული სწავლების მრავალფეროვანი
სტრატეგიები?

3(33%) მიიჩნევს,რომ არის მრავალფეროვანი სტრატეგიები
გამოყენებული გაკვეთილზე, 6(67%) თვლის,რომ ნაწილობრივ არის გამოყენებული. რა თქმა
უნდა დავფიქრდები და გაკვეთილების დაგეგმვისას გავითვალისწინებ, რომ გამოვიყენო სწავლების
სხვადასხვა მეთოდები.
8.თვლით თუ არა,რომ ბიოლგიის გაკვეთილებზე მიღებული
ცოდნა გამოგადგებათ რეალურ ცხოვრებაშ?

მოწავლეთა
89% (8) მიიჩნევს,რომ ბიოლოგიის გაკვეთილებზე
მირებული ცოდნა გამოადგებათ ცხოვრებაში, ხოლო ნაწილობრივ- მიიჩნევს მოსწავლეთა
11%( 1).
9.თქვენი აზრით
რა უნდა გავაკეთო ,რომ საინტერესო და ადვილად გასაგები იყოს ბიოლოგიის გაკვეთილები?
ეს ღია კითხვა იყო, გავეცანი ჩანწერებს და გთავზობთ
მოსწავლეთა მოსაზრებებს მოცემულ კითხვასთან დაკავშირებით.
ü ჩვენთვის საინტერესო და სახალისო აქტივობებს ვისურვებდით.
ü წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა ბევრად გაგვიადვილებს
თემის შესწავლას.
ü მეტი პრაქტიკული დავალებები ,რომ იყოს უკეთესია.
ü ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ მარტივად,ჩვენთვის ადვილად
გასაგებ ენაზე.
ü მოსაწყენია ერთფეროვანი გაკვეთილები და მეტი ისტ-ის
გამოყენება უფრო გაამრვალფროვნებს და დაგვაინტერესებს
შესასწავლი მასალა.
ü პროექტებზე მუშაობა უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის
სასწავლო პროცესს, უფრო აქტიურად ჩავერთობით და მოტივაციაც მეტი იქნება.
ü
ექსპერიმენტების ჩატარებით უფრო ადვილად ავითვისებთ შესასწავლ მასალას.
ორმა მოსწავლემ ღია კითხვა კი უპასუხოდ დატოვა.
მიღებული ,შედეგები დამაფიქრებელია, გასათვალისწინებელი.
რამაც მომცა ბიძგი, რომ დავგეგმო და შევთავაზო სახალისო და მრავალფეროვანი გაკვეთილები.
მშობელთა გამოკითხვის შედეგები
მოსწავლეთა მოტივაციაზე გარკვეულწილად დიდ გავლენას ახდენს მშობელთა
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მეთანამშრომლა მათთან თუ რამდენად არიან ინფორმირებულები საკუთარი შვილების
სწავლაზე, აკადემიურ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო
8 მშობელმა.
1.აინტერესებს
თუ არა თქვენს შვილს ბიოლოგიის საგანი?

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა, 5 (63%) მშობელი ფიქრობს,რომ მის შვილს საგანი ბიოლოგია აინტერესებს, ხოლო 3
(37%) მშობელმა არ იცის აინტერესებს თუ არა.
2.რა
ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის შესახებ სკოლიდან?

სატელეფონო კავშირი აქვს რვა მშობლიდან 4 მშობელს მასწავლებლებთან
და ამ გზით ღებულობს ინფორმაციას შვილის შესახებ,
2 მშობელი ახერხებს სკოლაში მოსვლას და ადგილზე ეცნობა ,ხოლო 2 მშობელი ინფორმაციას
იღებს თავად ბავშვისგან. საბედნიეროდ არ არის ისეთი მშობელი რომელსაც რაიმე საშუალებით
მაინც არ ქონდეს ინფორმაცია შვილის შესახებ. დროის უქონლობას ასახელებს მშობელთა გარკვეული
ნაწილი სკოლაში ხშირად მოუსვლელობის გამო.
3.
აკვირდებით თუა
არა თქვენი შვილის მეცადინეობის განრიგს,დროს, სტილს, განწყობას?

ასეთია შედეგებია
ამ კითხვაზე 50%-50% -ზეა, აკვირდება
შვილის მეცადინეობის განრიგს,დროს,სტილს და განწყობას დიახ და ნაწილობრივ პასუხზე.
4.
იცით თუ
არა რა დროს უთმობს ბიოლოგიის გაკვეთილის მომზადებას და რამდენად
მოტივირებულია სწავლისადმი?

4 მშობელს აქვს ნაწილობრივ წარმოდგენა შვილის მოტივაციის შესახებ
სწავლისადმი, 3 მშობელს აქვს (დიახ) წარმოდგენა,ხოლო ერთი მშობელს არა აქვს პასუხად დაფიქსირებული.
5.
რით არის დაკავებული
თქვენი შვილი გაკვეთილების შემდეგ?

ამ დიაგრამით ნათლად ჩანს მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი,როგორც
პასუხებიდნ ირკვევა დროის მეტ ნაწილს გაკვეთილების შემდეგ უთმობს კომპიუტერს,ტელეფონსა
და ტელევიზორს, საოჯახო საქმეებში დახმარებას უწევს აფიქსირებს 3 მშობელი. ერთი სპორტით
არის დაკავებული, სამწუხაროდ მხატვრულ ლიტერატურას
არ კითხულობს, ასე ფიქრობს გამოკითხული ყველა მშობელი.
6.
რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ სემესტრის/წლის
ბოლოს?(ღია კითხვა)
მშობელთა აზრი ასეთია: მიიღებს დადებით შეფასებას; მიიღებს საშუალო შეფასებას.
ერთ-ერთი მშობელი წერს,რომ დიდი მოლოდინა
არ აქვს თავისი შვილისგან სიზარმაცის გამო. ნაწილმა არ იცის, ნაწილმა კი უპასუხოდ დატოვა
კითხვა.
7. როგორ
ფიქრობთ როგორ უნდა გავზარდო თქვენი შვილის მოტივაცია ბიოლოგიის სწავლისადმი?(ღია კითხვა)
მშობელთა აზრი: საგანის შეყვარებით,სხვადასხვა აქტივობებით,
სახალისო დავალებებით, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებით. ნაწილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
პედაგოგთა
გამოკითხვის შედეგები
საინტერესო იყო ჩემთვის ჩემი კოლეგების მოსაზრებები,
ვინაიდან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა ემსახურება სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესებას, უკეთესი სასკოლო კლიმატის შექმნას, მოსწავლეთა აკადემიური
მიღწევების დონის ამღლებას.თანამშრომლობისა და საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების
მიზნით ვთხოვე მიეღოთ გამოკითხვაში მონაწილეობა.გამოიკითხვაში მიიღო 7
მასწავლებელმა მონაწილეობა,რომლებიც შედიან მე-10 კლასში.
1.
ითვალისწინებთ თუ არა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში
მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს ?

გამოკითხული პედაგოგებიდან 4 ამბობს,რომ ყოველთვის ითვალისწინებს,
ხოლო 3 მასწავლებელი კი აფიქსირებს ხშირად ითვალისწინებს.არ აფიქსირებს თავის პოზიციას
„იშვიათად“ ითვალისწინებს გამოკითხული მასწავლებლებიდან
არც ერთი.
2.
იყენებთ თუ არა მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებებს?

გამოკითხულ
პედაგოგთა 5 (71%) „ხშირად“ იყენებს მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა საშუალებებს.
2(29%) -„ყოველთვის“, ხოლო იშვიათად არც ერთი
პედაგოგი.
3.
იყენებთ თუ არა სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს?

გამოკითხული შვიდივე პედაგოგი აფიქსირებს რომ „ხშირად“
იყენებს.
4.
აძლევთ თუ არა მოსწავლეებს პოზიტიურ უკუკავშირს?

„ხშირად“ აძლევს
პოზიტიურ უკუკავშირს გამოკითხულ პედაგოგთა
86% (6), ხოლო „ყოველთვის“ მხოლოდ 24% (1).
5.
თქვენი აზრით რა არის მიზეზი საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობისა?
(ღია კითხვა)პედაგოგთა მოსაზრებები:
ü ერთ-ერთი მიზეზი ლაბორატორიის უქონლობაა. ვინაიდან ეს
საგნები აღარ ბარდება დაბალია მოტივაციაც.
ü ერთფეროვანი სტრატეგიები,რადგან ერთი და იგივე აქტივობა
ნაკლებ დაინტერესებას იწვევს. ამიტომ შირად უნდა მოხდეს აქტივობების ცვლა.
ü მოსწავლეთა პირადი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი.
ü საგაკვეთილო პროცესის არასწორად წარმართვა.
ü უმეტესწილად მიზეზი არის სიმორცხვე
და ნაკლები გამბედაობა.
6.
გამოცდილების გაზიარების მიზნით,მოტივაციის ამაღლების
რა მეთოდებს მიმართავთ?(ღია კითხვა)
პედაგოგთა
მოსაზრებები:
ü მოტივაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა დამხმარე სახელმძღვანელოების
ü გამოყენება.
ü ნაკლებ აქტიური მოსწავლისშედარებით აქტიურ მოსწავლესთან
მუშაობა წყვილებში.
ü მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება და შესაბამისი
აქტივობის შეთავაზება.
ü განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის მოსწავლეთა წახალისება.
ü გაკვეთილების ერთობლივად დაგეგმვა
ü ისტ-ის გამოყენება, სხვადასხვა თამაშების შეთავაზება
ü მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთპატივისცემაზე
დამყარებული თანამშრომლობა.
7.
როგორ ფიქრობთ ,რამდენად ახდენს გავლენას მოსწავლეთა
მოტივაციაზე მშობლის ჩართულობა?(ღია კითხვა)
პედაგოგთა
მოსაზრებები:
ü მშობლის ჩართულობის შემთხვევაში,მოსწავლე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს სასწავლო პროცესის
მიმართ.
ü მშობელთა დაინტერესება მოსწავლეთა მიღწევებით, ხელს უწყობს აკადემიური
წარმატების მიღწევას.
ü როდესაც მშობელი
ჩართულია სასწავლო პროცესში,მოსწავლე უფრო აქტიური და მობილიზებულია.
ü როდესაც მშობელი ნაკლებად არის დაინტერესებული შვილის
აკადემიური მიღწევებით,გარკვეულწილად გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე.
8.
რა რჩევას მისცემდით მასწავლებელს,რომელსაც სურს სწავლის
მოტივაციის ამაღლება და შედეგების გაუმჯობესება საგანში? (ღია კითხვა)
პედაგოგთა რჩევები, რეკომენდაციები“
ü მეტი თვალსაჩინოების გამოყენება, მოსწავლეთა ჩართვა
რესურსების მომზადებაში.
ü მრავალფეროვანი სტრატეგიები და აქტივობების ხშირი ცვლა.
ü ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
ü მოსწავლეთა ჩართვა ღონისძიებებში, კონკურსებში.
ü მოსწავლეთა ძლიერი მხარის წარმოჩენა და სწავლაში მხარდაჭერა.
ü მეტი მიზანდასახულობა, ბევრს მუშაობდეს თავის თავზე.
ü სისტემატიურად ზრუნვდეს პედაგოგიური უნარ-ჩვევების დახვეწაში.
ü
შესაბამისი
ლიტერატურის გაცნობა.
ფაქტობრივი მასალა რომელიც არც თუ ისე ცოტაა, რჩევების
თუ მოსაზრებების კუთხით მაძლევს იმის მზაობას,რომ გადავიდე კვლევის მომდევნო ეტაპზე
და დავიწყო პრობლემის გამომწვევ მიზეზების
აღმოფხვრაზე ფიქრი და დავგეგმო ინტერვენციები.
5.2
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
დიდიმოცულობის დავალებები და მათი სირთულე.ტერმინოლოგიის
დამახსოვრება. უჭირთ ნასწავლი ცოდნის წარმოჩენა და პრეზენტაცია. მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში ტრანსფერი.დაბალი თვითშეფასება .
ეროვნულ
გამოცდებზე ბიოლოგიის არ არჩევა და საგნისადმი ნაკლები ინტერესი.ერთფეროვანი გაკვეთილების
ჩატარება.მშობელთა ნაკლები ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
უნდა გავამახვილო ამ საკითხებზე ყურადღება და გავითვალისწინო
ზემოთ ჩამოთვლილ ღია კითხვებზე გამოთქმული
მოსაზრებები, თუ რა ღონისძიებები გავატარო.
VI თავი
6.1 ინტერვენციების დაგეგმვა
და განხორციელება.
ჩატარებული კვლევისა და მიღებულიმონაცემების საფუძველზე
დავიწყე ფიქრი თუ რა მეთოდები და სტრატეგიები
უნდა გამომეყენებინა,რომ მოსწავლეთა მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში გამეზარდა მათი
ჩართულობა. გავესაუბრე ბავშვებს და ავუხსენი,რომ
შეიძლება ეროვნულ გამოცდებზე არ ირჩევდეს მოსწავლე ბიოლოგიას, მაგრამ ცხოვრებაში ძალზედ
საჭირო და გამოსადეგი საგანია, თითოეულმა ადამიანმა
პირველ რიგში უნდა იცოდეს საკუთარი ორგანიზმის აგებულება და ორგანოთა ფუნქციები, გამოუვალ
სიტუაციაში შეეძლოს პირველადი დახმარების აღმოჩენა. გამოუმუშავდეს გარემოზე მზრუნველი
დამოკიდებულების უნარ-ჩვევები, კვლევითი უნარების,კრიტიკული აზროვნების განვითარება
არა მარტო ბიოლოგიის გაკვეთილებზე,არამედ სხვა საგნებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება
გახდის კონკურენტუნარიანს და თავისუფალი, პროგრესულად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას
შეუწყობს ხელს.ზოგდი განათლების ეროვნული მიზნებიც ხომ ამას ემსახურება.მათ ვუთხარი,
რომ ჩეთან ერთად ისინი შესძლებენ საგნის სირთულის დაძლევას და ნაბიჯ - ნაბიჯ მივაღწევთ
წარმატებას.ასევე გავითვალისწინე ჩემი კოლეგების
რჩევები,რეკომენდაციებიჩემი მოსწავლეების უნარები,შესაძლებლობები,სურვილები. გადავიკითხე
კიდევ ერთხელ მილენიუმის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სატრენინგო მასალები და დავიწყე
შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა.
ინტერვენციები:
·
გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლეებთან ერთად
·
სასწავლო გაჩერებების მეთოდის გამოყენებით გაკვეთილის
ჩატარება.
·
პროექტი-„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“
·
ვიქტორინა-,,ყველაზე ჭკვიანი ბუნების მცოდნე’’
·
მოსწავლეების მიერ რესურსების შექმნა.
·
სხვადასხვა სტარატეგიების გამოყენებით სწავლება.
6.2
განხორციელებული ინტერვენციები
ინტერვენცია
1. გაკვეთილის დაგეგმვა
მოსწავლეებთან ერთდ
შევთავაზე ბავშვებს ერთობლივად დაგვეგეგმა გაკვეთილი თემაზე:“ძუძუმწოვრების საჭმლის მომნელებელი
სისტემა, მონელება პირის ღრუში, მონელება კუჭში. მათ დახმარება გამიწიეს ინტერნეტში ვიდეორგოლის შერჩევისას, ჩავრთე
შეფსების რუბრიკების მომზადებაში.ჩემი მიზანი იყო ამ გაკვეთილით დავკვირვებოდი
ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობითი უნარის განვითარებას და შევაფასე საგაკვეთილო პროცესში
მათი ჩართულობა. გავითვალისწინე რა მათი გამოკითხვის შედეგები, რომ უფრო საინტეესო
იქნებოდა ჯგუფებში დაწყვილებში მუშაობა და ისტ-ის გამოყენება,რომელიც გაუადვილებთ და
მარტივად აღიქვავენ ახალ მასალას. შემიძლი ვთქვა,რომ ამ მეთოდმა გაამართლა, უფრო მაღალი
იყო მათი ჩართულობა გაკვეთილში და ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვებისას შედგა მათ შორის
თანამშრომლობა, მოამზადეს ჯგუფებში საინტერესო პრეზენაციები და უფრო თამამად წარადგინეს
კლასის წინაშე.
ინტერვენცია
2.სასწავლო გაჩერებებით
გაკვეთილის ჩატარება
ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით და ახალი განსხვავებული გაკვეთილის ჩატარების სურვილით
მოსწავლეებს შევთავაზე სასწავლო გაჩერებებით გაკვეთილის ჩატარება. თემაზე: სუნთქვა სხეულის ზედაპირით, სუნთქვა
ტრაქეებით, სუნთქვა ლაყუჩებით,სუნთქვა ფილტვებით.ძუძუმწოვრების სუნთქვა.სუნთქვითი პარამეტები.
მათ სხვადასხვა გაჩერებებზე განსხვავებული დავალებები
ხვდებოდათ, ამით მინდოდა ერთის მხრივ,ხელი
შემეწყო დიფერენცირებული სწავლებისთვის და მეორეს მხრივ გამეზარდა მათი ჩართულობა.
ვფიქრობ,რომ გახალისდნენ ბავშვები და უფრო მეტი ინტერესით ჩაერთვნენ გაკვეთილში. დიდი
ინტერესი გამოიწვია თუ მომდევნო გაჩერებაზე,რა სახის დავალება დახვდებოდათ. მოტივაციის
ამაღლებაში ასეთი ტიპის გაკვეთილმაშედეგი გამოიღო და ისე მოეწონათ,რომ თავად შემომთავაზეს
კიდევ,ხომ არ ჩაგვეტარებინა ასეთი ტიპის გაკვეთილი.
ინტერვენცია
3. ვიქტორინა „ყველაზე ჭკვიანი
ბუნებისმცოდნე“.
დავგეგეგმე და ჩავატარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა
ვიქტორინა სახელწოდებით „ყველაზე ჭკვიანი ბუნებისმცოდნე“ . ასეთი ტიპის აქტივობები
ზრდის როგორც შინაგან,ისე გარეგან მოტივაციას,ცოდნასა და ინტერესს საგნის მიმართ. გავაცანი
ბავშვებს იდეა ვიქტორინის ჩატარების თაობაზე, მათ მოეწონათ ეს იდეა და სრული მხარდაჭერა
გამომიცხადეს, გავაცანი მიზანი ვიქტორინის ჩატარების,დახმარება ვთხოვე რომ თივითონ
შეერჩიათ ვიქტორინის სახელი.ასევე ჯგუფებისთვის მოეფიქრებინათ სახელწოდებები. მოვამზადე
ვიქტორინისთვის მასალები, საკლასო ოთახი . დავყავი 3-3 კაციან 3 ჯგუფად. მათ მოიფიქრეს
შემდეგი სახელწოდებები: I ჯგუფს ერქვა პირობითად „ვიტამინები“; II ჯგუფს-სტიმულატორები, ხოლო IIIჯგუფს-„ბიოკატალიზატორები“.
გაიმართა მათი შერკინება 3 ტურად. პირველი ტურიდან მეორე ტურში ყველა გადავიდა, მეორე
ტურში გამოვლენილი შედეგების დაჯამებით ვიქტორინას გამოეთიშა ერთ-ერთი ჯგუფი და გაგრძელდა
დანარჩენი ორი ჯგუფის შერკინება მომდევნო მესამე
ტურში. მომზადებული მქონდა სარეზერვო კითხვები,რომელიც დამჭირდა გამარჯვებულის გამოსავლენად.
კითხვები იყო ძირითადად საპროგრამო,ხოლო გადამწყვეტი ტურისთვის კითხვები ასევე იყო
ზოგადი ხასიათის ბიოლოგიასთან კავშირში. მე ვფიქრობ ამ მეთოდმა შეუწყო ხელი მათი მოტივაციის გაზრდას და უკეთ დამახსოვრებას
. გაიზარდა მათი თვითშეფასება.
ინტერვენცია
4.პროექტი -„ ჩვენ ვირჩევთ
ჯანსაღი ცხოვრების წესს!“
პროექტზე მუშაობა ნათელყოფს,რომ როგორც მასწავლებლის,ასევე
მოსწავლეების წინაშე სრულაიად ახალი ამოცანები
დგება,რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული
გაკვეთილისგან. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორცმასწავლებლის
,ასევე მოსწავლის ) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები.პროექტებით
სწავლის პროცესში მოსწავლე აქტიურია,მიმართავს თვითგანათლებას,ეძებს საჭირო ინფორმაციას
(წიგნებს,გრაფიკებს,გამოკვლევებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე აღჭურვილია ახალი ცოდნით,კვლავ
უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას,აფასებს საკუთარ თავს, რაც უწყობს ხელს
თვითშეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ზრდის სწავლისადმი მოტივაციას და აუმჯობესებს
მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს. ამ პროექტის
მიზანი იყო მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. საპროგრმო თემები რომელიც
ისწავლება მე-10 კლაში დაბალანსებული კვება, არასწორი კვებით გამოწვეული პრობლემები,
ასევე ნერვულ სისტემაზე მოქმედი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, გავაერთიანე
ორივე თემა და განვახორციელეთ სასწავლო პროექტი სახელწოდებით-„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“. პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლე ჩაერთო, შევადგინეთ პროექტის გეგმა,მოხდა
თემების გადანაწილება,თუ რომელ მოსწავლეს წყვილებში,რომელი თემის შესახებ უნდა მოეძიებინა
ინფორმაცია, მოიძიეს მასალები,მოამზადეს პრეზენტაციები, დაამზადეს ბროშურები, გამუშვეს
კედლის გაზეთი და გააკეთეს პრეზენტაცია. მე
მთელი პროექტის მიმდინაეობის პერიოდში ვაწარმოებიდი ფოკუსირებულ დაკვირვებას, ვინიშნავდი დაკვირვების
დღიურში, მონიტორინგის დროს ვაძლევი რჩევებს, გარკვეული ხარვეზებიც ახლდა მომზადების
პერიოდს, გაუჭირდათ ვრცელი მასალიდან მთავარის გამორჩევა,ამიტომ მეც ჩავერთე მათთან
ერთად ინფორმაციის მოძიების პროცესში და თანამონაწილე გავხდი და ვაძლევდი რჩევებს ინფორმაციის გაცხრილვის ეტაპზე,რომ
მიგვეღო უკეთესი შედეგი, პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ გავითვალისწინე რა მათი შესაძლებლობები,მივეცი სათანადო
უკუკავშირი და სხვა პროექტის მომზადებისას გაითვალისწინებენ და უკეთესად დაგეგმავენ. ამ პროექტის სარგებელი
იყო მათ შორის თანამშრომლობა, ხელი შუწყო მათი
პრეზენტაციის უნარის წარმოჩენას, მართალია ცოტა სითამამე აკლდა პრეზენტატორებს,მაგრამ
რჩევების მიცემით შემდგომში იმედს ვიტოვებ რომ უკეთესად წარადგენენ.
ინტერვენცია5. მოსწავლეების მიერ რესურსების შექმნა.
ამ ინტერვენციის მიზანი იყო თავად შეექმნათ სხვდაასხვა
ტიპის რესურსი (პლაკატი, სქემა, თუ ელექტრონული რესურსი), რომელიც გაზრდიდა მათ ჩართულობას
და და გაუადვილებდა სასწავლო მასალის უკეთესად დამახსოვრებასა და აღქმაში. პლაკატების
და ასოციაციური რუკების დამზადებას ვთხოვდი მხოლოდ იმ ტერმინებით და ინფორმაცით,რომელთა
ცოდნაც აუცილებელი იყო კონკრეტულ დონეზე. ვაკვირდებოდი და ვხედავდი,რომ ასეთ სქემებზე
მუშაობისას უკეთ გაიაზრეს საკითხი და გაუადვილა
მოსწავლეებს ახალი ტერმინების დამახსოვრება, გამოკითხვისას დასახელებული იყო
სწოედ ტერმინოლოგიის სირთულე, ასევე შევთავაზე
აეღთოთ ცალკე ერთი რვეული და ეწარმოებინათ
ჩანაწერები ბიოლოგიური ტერმინოლოგიისა. მივეცი
რჩევა მოეძებნათ სხვა კლასის სახელმძღვანელოებშიც
ტერმინები -განმარტებებით და დამხმარე
რესურსად გამოეყენებინათ. აქვე უნდა აღვნიშნო
ნაწილმა გააკეთა მხოლოდ. პლაკატი გავაკეთებინე „სისხლი და სისხლის მიმოქცევის“,
,,ექსკრეცია და ოსმორეგულაციის’’ თემაზე . ვიცოდი რა ზოგიერთი მოსწავლის შემოქმედებითი უნარის
შესახებ, ამიტომ დახმაება ვთხოვე და ჩავრთე
სსსმ მოსწავლისთვის რესურსების შექმნაში. დიდი ფორმატის ქაღალდებზე დავახატინე (ადამიანის ჩონჩხი, გული, სასუნთქი სისტემა, საჭმლის
მომნელებელი სისტემის გარკვეული მონაკეთი თავისი ორგანოებით), მათ მიერ შექმნილი რესურსი
ასევე გამოვიყენე მათთან მუშაობისას.
ინტერვენცია
6. სხვადასხვა სტრატეგიების
გამოყენებით სწავლება.
სხვადსახვა
სტრატეგიების გამოყენებით სწავლება მოსწევლეს დაეხმარება ახალი მასალის უკეთ გაგება-გააზრებაში,
გაუადვილდება ათვისება, საშინაო დავალების შესრულება, გაიზრდება თვითშეფასება და მოტივაცია.
რადგან მოსწავლეები თვლიან, რომ დიდი მოცულობის
ტექსტები გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა ვცდილობდი გაკვეთილების დაგეგმვისას სხვადასხვა
სტრატეგიებისთვის მიმემართა. თან ვინიშნავდი დაკვირევების დღიურში რომელი მეთოდი უკეთ
დამეხმარა ამა თუ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების
გამომუშავებაში და შედეგზე გასვლაში. ამ მიზნით ვიყენებდი „ ვენის დიაგრამას“ მსგავსება -განსხვავების
დასადგენად, „T დიაგრამას „ ინფორმაციის დახარისხებისთვის. ვინაიდან უჭირდათ წაკითხულის გააზრება,რომელიც გამოკვეთეს ინტერვიუს დროს თავდაპირველად
მე გავხდი მათი ჯგუფის წევრი და მათთან ერთდ შევასრულე დავალება და გარკვეულ რჩევებსაც ვაძლევდი ,თუ რა იყო მოცემული კონკრეტულ დავალებაში
მთავარი, რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადრება,თუმცა ნაწილობრივ შევძელი სასურველი
შედეგის მიღება , ამ კუთხით ბევრი მუშაობა მომიწევს კვლავ, ისედაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში ჩატარებული კვლევებიდან და ეროვნულ გამოცდეის
შედეგების ანალიზისას გამოკვეთილია (წაკითხულის
გააზრება).ვიყენებდი მასალის ახსნისას ვიდეორგოლებს, გამოვიყენე „შებრუნებული საკლასო
ოთახის მეთოდი“,ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნე ვიდეორგოლი,ისინი უნდა გაცნობოდნენ
დავალებას და უნდა მოემზადებინათ პრეზენტაციები, დამატებით ინფორმაციის მიღების მიზნით
ზოგჯერ მე ვუგზავნიდი ელექტრონულ მისამართებს საიტისა ელექტრონულ ფოსტაზე გასაცნობად,
ზოგჯერ ვთხოვდი თავად მოეძიებინათ დამოუკიდებლად. რჩევა მივეცი არსებობს
ინტერნეტ სივრცეში სხვადასვა ონლაინ გაკვეთილები(მაგ. სილქნეტის „საშინაო სკოლა“, კოდალას
აკადემია“, ხანის აკადემია“) ეყურებინათ ამ გაკვეთილებისთვის, თუ საშუალება იყო შემყავდა
კომპიუტერული ლაბორატორიის ოთახში და ვაჩვენებდი, ვაკეთებინებდი ტესტებს საიტზე -Learningapps.org; Exam.ge .
ვთხოვდი და ვავალებდი მოსწავლეებს ესარგებლათ სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული სამედიცინო ენციკლოპედიით, მოეძიებინათ დამატებით ინფორმაცია სხვადასხვა დაავადებების შესახებ.
მოამზადეს რეფერატი თემებზე: „ ვიტამინები“,
კატარაქტა“. გამოვყოფდი აგრეთვე ერთ-ერთ გარემოსდაცვით
ღონისძიებას-„დედამიწის დღე“, სხვებთან ერთდ
აქტიურად ჩაერთვნენ პოსტერების დამზადებაში, საინტერესო გზავნილებიც გააკეთეს. ამავე
დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული იყო ესეების კონკურსი ინტერნეტ სივრცეში თემაზე
„დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს,ის იტყოდა.....“ , სურვილი გამოთქვა მე-10 კლასიდან
მხოლოდ ერთმა მოსწავლემ, მოამზადა ესეე და წარვადგინეთ საკონკურსოდ, აღნიშნული თემის
გაცნობა პრეზენტაციაც მოვაწყეთ კლასში.მე ვფიქრობ დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციაზე სხვადასხვა
სტრატეგიებმა, ნაწილობრივ მაინც მივაღწიეთ იმ მიზანს მე და ჩემმა მოსწავლეებმა, რაც თავდაპირველად
გვქონდა დასახული. სასწავლო წლის დასასრულისკენ უფრო მეტად მოტივირებულნი გახდნენ და
გამოთქვეს სურვილი კედლის გაზეთის დამზადებისა, ვიმსჯელეთ თუ თუ რა თემაზე გამოგვეშვა
კედლის გაზეთი იყო სხვადასხვა იდეა და ბოლოს წამოვიდა მათგან იდეა გამოჩენილ ბიოლოგებზე
გაეკეთებინათ გაზეთი,რა თქმა უნდა ავუბი მხარი მათ ამ ინიციატივას, თავდაპირველად მხოლოდ
ისეთ კორიფეებზე აკეთებდნენ აქცენტს როგორებიც იყვნენ (ჩარლზ დარვინი, გრეგორ მენდელი,უოტსონი
და კრიკი და ა.შ) თუმცა შევახსენე ნუ დაგვავიწყდება
ქართველი ბიოლოგები. მოიძიეს კედლის გაზეთისთვის
მასალებინიკო კეცხოველზე, ქართველი ქალი ბიოლოგების შესახებ. იმდენად ჩაერთვნენ ამ
პროცესში,რომ გამოთქვეს სურვილი პროექტის სახე ხომ არ მიგვეცა, ვინაიდან საწავლო წელი
დასასრულს უახლოვდებოდა და დრო საკმარისი არ იყო სამომავლოდ გადავდეთ,რომ პროექტს გავაკეთებთ
აღნიშნულ თემაზე. ინტერესი გაამძაფრა იმ გარემოებამაც,რომ ჩვენი სკოლა შეარჩია სსიპ
ქარელის მუნიციპალიტეტისN2საჯარო
სკოლამნიკო კეცხოველისპროექტის ფარგლებში,რომელშიც იყო აღნიშნული სკოლა ჩართული, გვესტუმრნენ
და ტრენინგი ჩაატარეს, გარემოს მდგრადი განვითარების
მიზნების გასაცნობად. ამავე კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, გაიხსენეს
აღნიშნული ღონისძიება და უფრო მეტი ინტერესი
გაუჩნდათ, გაცილებით მეტიინფორმაცია მიიღონ ქართველი ბიოლოგების და არა მარტო მათ შესახებ.
ამ მეთოდებმა ხელი შეუწყო თანამშრომლობითი უნარების
განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლე აქტიური მსმენელის პოზიციიდან გადავიდა აქტიურიშემმეცნებლის პოზიციაზე.შეიძლება
ყველა მოსწავლის ერთი ხარისხით ჩართვა ვერ მოხერხდა,მაგრამ უფრო გააქტიურებული მოსწავლეები მივამაგრე იმ მოსწავლეებს,რომლებიც ჯერ კიდევ პასიურობდნენ,
გაეწიათ დახმარება მათთვის და ერთობლივად წყვილებში შეესრულებინათ სამუშაო.
6.3
ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო.
დაკვირვებამ აჩვენა,რომ მოსწავლეები გაცილებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი წყვილებში და ჯგუფური მუშაობის
დროს. მოსწავლეები გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი,მოეხსნათ საგნის სირთულის განცდა. შედარებით
უფრო თავისუფლად გამოთქვამდნენ ვარაუდებს, აკეთებდნენ დასკვნებს, ადვილად იგებდნენ
და იმახსოვრებდნენ რთულ ინფორმაციას. საკითხის
შესწავლისას აინტერესებდათ პრაქტიკაში მისი
გამოყენების მაგალითები. განხორციელებულმა
ინტერვენციებმა დამანახა,რომ მათი საგნისადმი ინტერესი გაცილებით მაღალია,ვიდრე ეს
კვლევის დაწყებამდე გამოკითხვის შედეგებში ჩანდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი პროექტებით
სწავლის სარგებლიანობაზე, მოვიყვან არგუმენტად, განხორციელებული პროექტის- „ჩვენ ვირჩევთ
ჯანსღი ცხოვრების წესს“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობებზე მუშაობისას,
მოსაძიებელ თემებს შორის იყო ასეთი რუბრიკა „სპორტი აჯანსაღებს“ . ამ თემაზე მუშაობისას
ერთ-ერთი მოსწავლე,რომელიც დადის სპორტზე,მასალების
მოძიების შემდეგ,როდესაც მონიტორინგს ვუწევდი და გვქონდა საუბარი, მან ასეთი რამ თქვა
-„ჩემთვის აღმოჩენა იყო ამ პროექტისფარგლებში, თუ
ასეთი ურთერთკავშირი შეიძლება ჰქონოდა სპორტსა და ბიოლოგიას“ და დაადასტურა
ბიოლოგიის საგნისადმი გარკვეული ინტერესი.
გარკვეული ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა საგნის მიმართ,
ასევე საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხმაც მოიმატა, თუმცა რჩება ისეთი საკითხები, რომელზეც მუშაობა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს,როგორც ჩემგან,ასევე
მოსწავლეებისაგან. აქვე აღვნიშნავ,რომ სურვილი
დიდი იყო ექსპერიმენტები ჩაგვეტარებინა, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,მაგრამ ლაბორტორიის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.
ეს პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება, მქონდა მცირედი იმედი მაინც,რომ გაუმჯობესდებოდა
ამ მხრივ მდგომარეობა,მაგრამ ეს დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსებთან. იმედს ვიტოვებ,რომ
სამომავლოდ ამ მხრივ უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა, რაც შეეხება მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში,რომელიც მე ვთვლი არანაკლებ საჭიროა მოტივაციის ამაღლებაში,
ამ კუთხით შედეგები არცთუ უკეთესია, კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის უნდა
იყოს უფრო მეტი, ვიდრე მქონდა მთელი ამ ხნის განმალობაში,თუ არ ჩავთვლი იმ ორი მშობლის
უფრო აქტიურ ჩართულობას,რომლებიც უშალოდ არიან დასაქმებულები აღნიშნულ სკოლაში.
განხორციელებული ინტერვენციების დადებით შედეგებზე მეტყველებს
ის მონაცემები,რომელიც მიიღეს შემაჯამებელი
წერების დროს და აკადემიურ შეფასებებში პირველ და მეორე სემესტრს შორის.
1.
საშაუალო არითმეტიკული მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარებული შემაჯამებელიდავალებებისა.
შემაჯამებელი
სამუშაო
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
საშუალო
არითმეტიკული
|
6
|
7
|
6
|
8
|
9
|

როგორც გრაფიკიდან ჩანს ხდება შედეგების გაუმჯობესება
ყოველ მომდევნო შემაჯამებელ დავალებაში მიღებული შედეგებისა.
2.
საშუალო არითმეტიკული მოსწავლეთა პირველ და მეორე სემესტრის
შეფასებას შორის.

ამ დიაგრამიდან გამოჩნდა,რომ მოხდა გარკვეული წინსვლა
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა.
VII თავი
7.1 რეკომენდაციები
Ø მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
Ø დიდი მოცულობის ტექსტებთან მუშაობის დროს მარკირების
მეთოდის გამოყენება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ძირითადი მასალის გამოყოფა და მასზე
კონცენტრირება
Ø მოსწავლეებისათვის პოზიტიური გარემოს შექმნა
Ø პრაქტიკულ საქმიანობაში მათი უნარების გათვალისწინებით
მოსწავლეთა ჩართვა
Ø დამატებითი გაკვეთილების ჩატარება საჭიროების შემთხვევაში
Ø მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობა ,გამოცდილების გაზიარების მიზნით,ერთობლივად
გაკვეთილების დაგეგმვა.
Ø ეფექტური კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.
მოსწავლეთა პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
7.2 დასკვნა
ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ის პრობლემები,რომელიც გამოიკვეთა კვლევის მიმდინარეობისას მეტწილად აღმოიფხვრა,
დაგეგმილი ინტერვენციები შედეგიანი აღმოჩნდა.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ხდებოდეს მასწავლებლის
მხრიდან კონტროლი სწავლის პროცესის. გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირობები და ინტერესები. მასწავლებლის
მხრიდან უნდა ხდებოდეს სწავლის უნარების თანმიმდევრული გამომუშავება. მასწავლებლის
მხრიდან სწორი შეფასება და მოსწავლისათვის
სწორი ფორმით მიწოდება აისახება თვითშეფასების
სწორად ფორმირებაზე. აუცილებელია ავუხსნათ მოსწავლეს, რომ სწავლის უნარის განვითარება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული
დრო და ძალისხმევა.
ერთფეროვანი
გაკვეთილების მიწოდება ბავშვს სტიმულს უკარგავს.
მრავალფეროვანი რესურსების, ტექნოლოგიების
გამოყენება,ხშირი ცვლა სხვადასხვა აქტივობების ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
მე ვფიქრობ დაგეგმილმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა გააქტიურებას, მათ ჩართულობას
და მოტივაციის ამაღლებას. მოსწავლეთა მხრიდან
საგნისადმი ინტერესი გაიზარდა, დაინახეს საჭიროება მიღებულ ცოდნისა და პრაქტიკაში მისი გამოყენებისა.
შედეგები აისახა მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.ბავშვის
მოტივაციაზე ზრუნვა მუდმივად უნდა ხდებოდეს. ამაზე ერთობლივად უნდა ზრუნავდეს სკოლა, პედაგოგები და ოჯახი.
7.3
კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვან მხარედ მიმაჩნია შეზღუდვა დროში, რადგან
კვლევა არის ხანგრძლივი პროცესი და კვლევა საჭიროებს გრძელვადიან დაკვირვების პროცეს.
ნაკლოვან მხარედ შეიძლება ჩავთვალო ის,რომ კვლევა ვაწარმოე მხოლოდ მე-10 კლასში.სასურველია კვლევა ჩამეტარებინა სხვა კლასებშიც,საბაზო და საშუალო საფეხურზე.
VIII თავი
გამოყენებული
ლიტერატურა
1.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-„პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა,წარმართვა და შეფასება“-2016წ (სატრენინგო მასალა)
2.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ (მოდული
1,2,3,) (სატრენინგო მასალა)
3.
„ეროვნული
სასწავლო გეგმა“.
4.
„მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტი“ http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/maswavleblis%20profesiuli%20standarti.pdf
5.
„მასწავლებლისსაქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერულიწინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II.http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
6.
„სწავლება
და შეფასება“ (დამხმარე სახელმძღვანელო II).http://old.tpdc.ge/images/stories/pdf/swavlebadashephaseba.pdf
7.
ირინა
აბულაძე-„ მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში“, ჟურნალი „მასწავლებელი“,24 ივნისი,2014წ.http://mastsavlebeli.ge
8.
ცვატა
ბერძენიშვილი -„მოტივაცია კლასში, მოტივაციის თეორიები“,ჟურნალი „მასწავლებელი“ ,9ოქტომბერი, 2015წ.http://mastsavlebeli.ge/?p=1572
9.
ირმა
კახურაშვილი-„მასწავლებლის რჩევები:როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია“? ჟურნალი „მასწავლებელი“
,15 ივნისი, 2018 წ. http://mastsavlebeli.ge/?p=18372
10.
სოფიკო ლობჟანიძე -„როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკის კვლევა“
გაზეთი „ახალი განათლება“ 26ივნისი, 2016წ.
11. ნანა
ცინცაძე „მოტივაცია წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი“, ჟურნალი „მასწავლებელი“,
17მაისი, 2019წ.http://mastsavlebeli.ge/?p=21798
პედაგოგიური კვლევის ანგარიშის გაზიარებისრეფლექსია
სსიპ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა მიმდინარე 2018-2019 სასწავლო წლის
(იანვარი-ივნისი) პერიოდში თემაზე: როგორ ავუმაღლო მოტივაცია და გავზარდო მოსწავლეთა
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა ბიოლოგიის გაკვეთილებზე მე-10 კლასში. კვლევის მიზანი იყო დამედგინა თუ რა იყო დაბალი
მოტივაციის გამომწვწვი მიზეზები, შემესწავლა მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები
და დამესახა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები,თუ როგორ მოვახდენდი მოტივაციის ამაღლებას
და გავზრდიდი მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
კვლევა განვახორციელე კვლევის ეტაპების მიხედვით. თავდაპირველად
მივაწოდე ინფორმაცია პედაგოგებს ,რომ ვგეგმავდი პრაქტიკის კვლევის ჩატარებას, გარკვეული
კონსულტაცია გავიარე მათთან თუ როგორ ვაპირებდი კვლევის განხორციელებას,მივიღე მათგან
რჩევები ,რეკომენდაციები და მთელი კვლევის განმავლობაში შევთავაზე გარკვეული თანმშრომლობა
გვქონოდა კვლევის სხვადსახვა ეტაპზე.მხარი დამიჭირეს და კითხვარის მომზადებაშიც გარკვეული
კონსულტაცია გამიწიეს . გავაცანი ინფორმაცია
მოსწავლეებს და მათ მშობლებს კვლევის თემის შესახებ და თანხმობა ვთხოვე მონაწილეობისათვის. დავგეგმე ინტერვიუ ფოკუს-ჯგუფის
მოსწავლეებთან სადისკუსიო გეგმის მიხედვით, დავურიგე კითხვარი როგორც მოსწავლეებს,ასევე
მათ მშობლებს და პედაგოგებს. გავეცანი შესაბამის ლიტერატურას, რომელმაც გარკვეული დახმარება
გამიწია მთელი რიგი საკითხების უკეთ გააზრებაში. მონაცემთა შეგროვების და დამუშავების
შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები, ეტაპოიბრივად
ვხვდებოდი პედაგოგებს, ვაცნობდი მონიტორინგის შედეგებს, ვიღებდი რჩევებს,რომელსაც
ვითვალისწინებდი ყოველ მოდევნო ეტაპზე. განვახორციელე სხვადასხვა ინტერვენცია,შევაფასე
ეფექტიანობა გავაკეთე დასკვნები,შევიმუშავერეკომენდაციები.მოვამზადე კვლევის ანგარიში
და 2019 წლის 18 ივნისს წარვუდგინე პრეზენტაცი ჩემს კოლეგებს. მადლობა გადავუხადე მათ თანამშრიმლობისა და თანადგომისათვის.
კვლევის ანგარიშის გაცნობისას დაისვა მათი
მხრიდანკითხვები და ჩემი მხრიდანაც იყო თითოეულ იმ კითხვაზე პასუხი გაცემული,რომელიც
აინტერესებდათ. დისკუსიის სახე მიიღო მოხდა აზრთა გაცვლა, გაზიარება .პოზიტიური უკუკავშირი მივიღე კოლეგებისგან,მათ დადებითად შეაფასეს ჩემ
მიერ ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები.აღნიშნეს,რომ რიგ საკითხებსა და ინტერვენციებს
თავადაც გამოიყენებენ. კლასში შემსვლელმა პედაგოგებმა ისაუბრეს იმ შედეგებზე, რაც მათთვისაც
უკვე თვალნათელი და ხილულია. მოტივაცია და ჩართულობა, ის პრობლემაა,რაც საერთოა,ზოგადად,თანამედროვე
საგანმანათლებლო სისტემისათვის. გამოთქვეს მოსაზრებები კარგი იქნება მოცემული იტერვენციები
მომავალ წელსაც იქნეს გამოყენებული. მოხდეს თანამშრომლობა კათედრებს შორის,აზრთა გაზიარება,
იდეების გაცვლა და საგაკვეთილო პროცესში მათი სისტემატიურად გამოყენება.
აღნიშნულმა პედაგოგიურმა კვლევამ დიდი გამოცდილება შემძინა.
სასწავლო პროცესი გახდა არა მარტო ჩემი მოსწავლეებისთვის,
არამედ ჩემთვისაც საინტერესო, გამომიმუშავა
უნარი დავაკვირდე საკუთარ პრაქტიკას და ვეძებო გზები პრობლემის გადაჭრისა. ვინაიდან
პირველი იყო პრაქტიკის კვლევა მცირე ხარვეზებიც ახლდა,გამიჭირდა ერთდროულად რამდენიმე
მიმართულებით მუშაობა,რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. კმაყოფილი ვარ კვლევის
საბოლოო შედეგით, იმ მიგნებების,რომელმაც საბოლოოდ გამიყვანა იმ შედეგამდე, რომელიც
გამოხატა სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით და მოსწავლეთა გაზრდილი მოტივაციისა და ჩართულობით, მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებით.
დანართები
დანართი -1. კითხვარი მოსწავლეებისათვის.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, როგორ ავუმაღლო მოსწავლეებს მოტივაცია და გავზარდო ჩართულობა ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
თქვენი, როგორც მოსწავლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის
მითითება.
1.რამდენად
საინტერესოა თქვენთვის საგანი ბიოლოგია?
ა) არ მაინტერესებს; ბ) ნაკლებად მაინტერესებს; გ) ძალინ მაინტერესებს.
2. არის თუ არა პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?
ა) დიახ;
ბ) არა; გ) ნაწილობრივ.
3. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სწავლის პროცესში?
ა) ცოდნის მიღება
; ბ) ქულის მიღება; გ) ორივე ერთად; დ) არც ერთი.
4. როდის არის საინტერესო თქვენთვის გაკვეთილი?
ა) წყვილებში/ჯგუფებშიმუშაობისას; ბ) პროექტებზე
მუშაობისას;
გ) ისტ-ისგამოყენებისას; დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
5. როგორია ბიოლოგიის გაკვეთილებზე თქვენი ჩართულობა?
ა) მაღალი; ბ) საშუალო; გ) დაბალი.
6. რა გიშლით ხელს სწავლაში?
ა) სიზარმაცე; ბ) დიდი მოცულობის დავალებები; გ) დავალების სირთულე; დ) არ მჭირდება საგანი ბიოლოგია.
7. არის თუ არა გამოყენებული გაკვეთილზე სწავლების მრავალფეროვანი
სტრატეგიები? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
8. თვლით თუ არა,რომ ბიოლოგიის გაკვეთილებზე მიღებული
ცოდნა გამოგადგებათ რეალურ ცხოვრებაში?ა) დიახ;
ბ) ნაწილობრივ; ბ) არა.
9. თქვენი აზრით, რა
უნდა გავაკეთო,რომ უფრო საინტერესო და ადვილად გასაგები იყოს ბიოლოგიის გაკვეთილები?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ მონაწილეობისათვის!
დანართი- 2.კითხვარი მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, როგორ ავუმაღლო მოტივაცია და გავზარდო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობა ბიოლოგიის გაკვეთილებზე. თქვენი,
როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის. თქვენგან
მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. აინტერესებს თუ არა
თქვენ შვილს ბიოლოგიის საგანი? ა) დიახ ; ბ) არა; გ) არ ვიცი.
2. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის შესახებ სკოლიდან?ა) სატელეფონო კავშირი მაქვს მასწავლებლებთან; ბ) დავდივარ სკოლაში;
გ) ვეკითხები ბავშვს; დ)არ ვიღებ ინფორმაციას.
3.აკვირდებით თუ არა
თქვენი შვილის მეცადინეობის განრიგს, დროს,
სტილს,განწყობას? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
4.იცით თუ არა რა დროს უთმობს ბიოლოგიის გაკვეთილის მომზადებას და რამდენად მოტივირებულია
სწავლისთვის?
ა) დიახ ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
6. რით არის დაკავებული თქვენი შვილი გაკვეთილების შემდეგ?
ა)მეხმარება საოჯახო საქმეებში; ბ) დადის სპორტზე; გ) დროის
მეტ ნაწილს უთმობს ტელეფონს,კომპიუტერს,ტელევიზორს. დ) კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას.
7.რა მოლოდინები გაქვთ
თქვენი შვილის მიმართ სემესტრის/წლის ბოლოს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. როგორ ფიქრობთ როგორ
უნდა გავზარდო თქვენი შვილის მოტივაცია ბიოლოგიის
სწავლისადმი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ თანამშრომლობისათვის!
დანართი-3. კითხვარი მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას
თემაზე როგორ ავუმაღლო მოტივაცია და გავზარდო მოსწავლეთა საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების გამოცდილების გაზიარება და გთხოვთ თანამშრომლობას
. წინასწარ გიხდით მადლობას.
1.ითვალისწინებთ
თუ არა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს?
ა) ყოველთვის
; ბ) ხშირად ; გ) იშვიათად.
2.იყენებთ თუ არა მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებებს?
ა) ყოველთვის; ბ) ხშირად; გ) იშვიათად.
3. იყენებთ თუ არა სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს?
ა) ყოველთვის; ბ) ხშირად; გ) იშვიათად.
4.აძლევთ თუა არა მოსწავლეებს პოზიტიურ უკუკავშირს? ა) ყოველთვის; ბ) ხშირად; გ) იშვიათად.
5.თქვენი აზრით რა არის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. გამოცდილების გაზიარების
მიზნით,მოტივაციის ამაღლების რა მეთოდებს მიმართავთ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. როგორ ფიქრობთ,რამდენად
ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე მშობლის
ჩართულობა სასწავლო პროცესში?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. რა რჩევას მისცემდით
მასწავლებელს,რომელსაც სურს სწავლის მოტივაციის
ამაღლება და შედეგების გაუმჯობესება საგანში?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ თანამშრომლობისათვის!
დანართი 4.
სადისკუსიო გეგმა
1. რამდენად
არის საინტერესო თქვენთვის საგანი ბიოლოგია?
2. თვლით
თუ არა,რომ ბიოლოგია რთული საგანია?
3. უკავშირდება
თუ არა თქვენი მომავალი პროფესია ბიოლოგიას და აპირებთ თუ არა ეროვნულ გამოცდებზე ამ
საგნის ჩაბარებას?
4. იქონია
თუ არა გავლენა საატესტატო გამოცდების გაუქმებამ თქვენს მოტივაციაზე?
5. სკოლის
შეცვლამ მოახდინა თუ არა გავლენა თქვენი სწავლის ხარისხზე?
6. საბუნებისმეტყველო
საგნებიდან რომელი უფრო გიძნელდებათ?
7. სახელმძღვანელო,რომლითაც
სწავლობთ მისაღებია თუ არა?
8. რა
გიშლით ხელს სწავლაში?
9. რა
გიჭირთ საგნის შესწავლის პროცესში?
10. თვლით
თუ არა,რომ ბიოლოგიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გამოგადგებათ რეალურ ცხოვრებაში?
11. არის
თუ არა გაკვეთილზე გამოყენებული მრავალფეროვანი სტრატეგიები?
12. რა
უფრო მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში ცოდნის მიღება თუ ქულის მიღება?
13. გაკვეთილზე
მუშაობის როგორი ფორმა მოგწონთ?
14. თვლით
თუ არა, რომ თქვენი შეფასება ობიექტურია?
15. როგორ
შეაფასებდით საკუთარ თავს, რა ნიშანზეა თქვენი ცოდნა საგანში?
16. თქვენი
აზრით, რა დაგეხმარებათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
17. რის
შეცვლას ისურვებდით და რა უნდა გავაკეთო რომ უფრო საინტერესო და ადვილად გასაგები იყოს
თქვენთვის გაკვეთილები?
No comments:
Post a Comment